ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის აქცია ივანიშვილის სახლთან დაიშალა

5 ოქტომბერი, 2015 •
ნაციონალური მოძრაობის აქცია ივანიშვილის სახლთან დაიშალა

აქცია ივანიშვილის სახლთან დღეს, 5 ოქტომბერს, 19 საათზე დაიწყო. აქციას ესწრებოდნენ “თავისუფალი ზონის” წევრები, მოქალაქეები და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები.

 

აქციაზე ისმოდა “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი შეძახილები. გიგა ბოკერიამ აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ისინი მოითოხვენ ვადამდელ საპარლამეტო არჩევნებს.

 

“რუსთავი 2″–ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ “თავისუფალი ზონის” 3 წევრს ბრალად დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება [ხულიგნობა] ედებათ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფაიძისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენება ედებათ ბრალად. დაკავავებულები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. 

აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან. 05.10.2015. ფოტო: დათო ქოქოშვილი
აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან. 05.10.2015. ფოტო: დათო ქოქოშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი