ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

5 ოქტომბერი, 2015 •
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი ძალების ჩახშობასა და იმ ადამიანების დაპატიმრებაში ხედავს გამოსავალს, ვინც პროტესტს გამოთქვამს. ბოკერიას მიაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

 

“ერთადერთი გამოსავალი, რომელმაც ქვეყანა ამ კატასტროფული მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს, არის ვადამდელი არჩევნები. ივანიშვილი და მისი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, ჩვენ ვეუბნებით, შევამოწმოთ, ვის აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. ერთადერთი გზა ლეგიტიმურობის დაბრუნებისა ამ ხელისუფლებისთვის არის არჩევნები, ისინი გასული არიან ლეგიტიმურობის კურსიდან და ქვეყნისთვის ერთადერთი ლეგიტიმური გზა არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. სწორედ ამ ამოცანით ვიწყებთ დისკუსიებს და ვიწყებთ ფართომასშტაბიან აქციებს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

 

ბოკერიას თქმით, ნაციონალური მოძრაობა ყველა იმ პარტიასთან დაიწყებს მსჯელობას ვადამდელ არჩევნებზე, რომელიც არ არის მართული ივანიშვილის მიერ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მასალების გადაბეჭდვის წესი