თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი დაიღუპა სროლის შედეგად.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით,  გასროლილი ტყვია კორპუსის მეშვიდე სართულზე შევარდა და ქალი იმსხვერპლა.

შსს-ში ქალის გარდაცვალებას ადასტურებენ და ამბობენ,რომ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა/შენახვას გულისხმობს.