ახალი ამბები

პირი, რომელმაც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ცეცხლი გააჩინა, დააკავეს

19 აპრილი, 2020 •
პირი, რომელმაც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ცეცხლი გააჩინა, დააკავეს

პირი,რომელმაც დღეს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ცეცხლი გააჩინა დააკავეს. განცხადება შსს-მ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

28 წლის კაცი ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული მათ შორის, 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ მ.სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ბიბლიოთეკის პირველი სართული.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ქ. ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები,“ – ამბობს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი