ახალი ამბები

ფეისბუკ ლაივის დროს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდეს – ვიდეო

19 აპრილი, 2020 •
ფეისბუკ ლაივის დროს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდეს – ვიდეო

დღეს, თბილისში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. ცოტა ხნის შემდეგ კი სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ უკიდებს უცნობი პირი შენობას ცეცხლს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, ხანძრის შედეგად დაიწვა 15 კვ. მ-მდე ტერიტორია, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

პირი, რომელმაც ხანძარი გააჩინა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით დაკავებული არ არის. მან ცოტა ხნის წინ საკუთარ ფეიბუსკ გვერდზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. სწორედ მისივე გვერდზე ამ დრომდე ვიდეო ხელმისაწვდომი.

ნეტგაზეთმა მომხდართან დაკავშირებით შსს-ს მიმართა. უწყების პასუხისთანავე ინფორმაცია განახლდება.

ხანძარი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში

⭕️ფეისბუკ ლაივისას სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდეს.

Posted by Netgazeti on Sunday, April 19, 2020

 

მასალების გადაბეჭდვის წესი