ახალი ამბები

ბოლო 24 საათში საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევის 230 ფაქტი გამოვლინდა – შსს

19 აპრილი, 2020 • 1027
ბოლო 24 საათში საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევის 230 ფაქტი გამოვლინდა – შსს

შინაგან საქმთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საგანგებო მდგომარეობის წესებისა და მათ შორის, კომენდანტის საათის დარღვევის 230 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 71 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 68 მოქალაქე დააჯარიმეს, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის გამო – 91 პირი.

უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი