ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი გახდა

16 აპრილი, 2020 • 2296
ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი გახდა

14 აპრილს, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ყარაბაღში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა არაიკ არუთუნიანმა, ყარაბაღის დე ფაქტო ექსპრემიერმა.

არუთუნიანმა ხმების 88% მიიღო. მოქმედმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მასის მაილიანმა მხოლოდ 12% დააგროვა.

არუთუნიანი 22 მარტიდან ოფიციალურად დაიკავებს პოსტს.

პირველი ტური 31 მარტს გაიმართა და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების 50%-ზე მეტი.

იმავე დღეს გაიმართა დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგებითაც დე ფაქტო პარლამენტს 5 პარტია დააკომპლექტებს.

არუთუნიანის პარტია პირველ ადგილზე გავიდა ხმათა 40.4%-ით, მეორეზე – თავდაცვის დე ფაქტო ექსმინისტრი სამველ ბაბაიანის პარტია 23.63%-ით, ვიტალი ბალასიანის პარტიამ 7.9% აიღო და ა.შ.

აზერბაიჯანი და გაეროს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ყარაბაღს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რომელიც სომხეთის მიერ არის ოკუპირებული და არჩევნებს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი