“სტალინის ძეგლის აღმართვა, როგორი ფორმითაც უნდა განხორციელდეს ის, ნიშნავს საბჭოთა სიმბოლიკის, კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის ერთ–ერთი შემოქმედის აღიარებასა და პატივისცემას,”– აცხადებს რესპუბლიკური პარტია.
რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ გორის საკრებულო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლოა შეფასდეს, როგორც ტოტალიტარული რეჟიმისადმი ხელისუფლების კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და მისი აღორძინების მცდელობა.
“ამგვარი გადაწყვეტილება დაარღვევს საქართველოს მოქმედ კანონსა და ევროპის საბჭოს ჩვენთვის სავალდებულო რეზოლუციებს, რაც მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,”–აცხადებს რესპუბლიკური პარტია.
პარტია აქვს აცხადებს, რომ კანონდარღვევით მიღებულ პოლიტიკურად სახიფათო გადაწყვეტილებას ყველა კანონიერი მეთოდით შეეწინააღმდეგებიან.
საქართველოს რესპუბლიკური პარტია კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს გორის თვითმმართველობის ორგანოებში გამართულ მსჯელობას სტა…
Posted by რესპუბლიკური პარტია Republican Party on Wednesday, September 30, 2015