კოვიდ 19-ის უკვე 300 დადასტურებული შემთხვევაა უკვე საქართველოში. ეს ოთხით მეტია 14 აპრილის მონაცემებზე.
ახალი ციფრი მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ გვერდზე 15 აპრილის 01.00 საათზე აისახა.
“300-ის დადასტურებული შემთხვევის შემდეგ მოსალოდნელია სწრაფი ზრდა” – განაცხადა 14 აპრილს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ სოციალურ დისტანციას და არ დარჩებიან სახლში, მაისის დასაწყისში ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა ათასობით იყოს.
ბოლო 24 საათში 30 ახალი შემთხვევა ნიშანია, რომ შიდა გავრცელება უკვე სერიოზულია – გამყრელიძე
