ახალი ამბები

პრემიერი: გაეროში საუბარი გვქონდა გენდერულ თანასწორობასა და კლიმატური ცვლილებებზე

28 სექტემბერი, 2015 •
პრემიერი: გაეროში საუბარი გვქონდა გენდერულ თანასწორობასა და კლიმატური ცვლილებებზე

“მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე. მე იქ გამოსვლისას გავაკეთე მთავარი აქცენტები იმ მთავარ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენი მთავრობა ახდენს კონცენტრირებას. ეს არის ჯანდაცვა, მდგრადი განვითარება ქვეყნის, მოსახლეობაზე ზრუნვა. ასევე საუბარი გვქონდა გენდერულ თანასწორობასა და კლიმატური ცვლილებებზე, რომელიც 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა. სწორედ ეს კლიმატური ცვლილება არის აქტუალური ჩვენთანაც. როგორც გამოსვლაში აღვნიშნე, ეს შეეხო ჩვენს ქვეყანას, კერძოდ თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას. ამ საკითხებზე გრძელდება შეხვედრები. დღეს მივიღებ მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინიციატივაში, რომელიც შეეხება გაეროს სამშვიდობო მისიებს. დაგეგმილია ამ მისიების გაფართოება. ვაპირებთ, გაეროს სამშვიდობო მისიაში მივიღოთ მონაწილეობა. ეს არის ჩვენი ჯარისკაცების დამსახურება. ის აღიარება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ წლების განმავლობაში, ის იმიჯი, ის სტატუსი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გმირი, ჩვენი ვაჟკაცი ჯარისკაცების დამსახურება. მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო მათი ჩართულობა და მათი როლი,”-აღნიშნა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს სამიტზე. ნიუ-იორკი, აშშ. 26.09.2015. ფოტო: პრემიერის ადმინისტრაცია
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს სამიტზე. ნიუ-იორკი, აშშ. 26.09.2015. ფოტო: პრემიერის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი