ახალი ამბები

ერთ დღეში საგანგებო მდგომარეობის 199 დარღვევა გამოვლინდა – შსს

14 აპრილი, 2020 •
ერთ დღეში საგანგებო მდგომარეობის 199 დარღვევა გამოვლინდა – შსს

14 აპრილი — შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 199 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა დაწესებული – ფიზიკური პირი ჯარიმდება 3,000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.

შსს-ს თანახმად, გამოვლენილ დარღვევებს შორის იყო:

  • 106 — კომენდანტის საათის დარღვევისთვის;
  • 63 — საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის;
  • 6 ფიზიკური პირი — ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის;
  • 2 იურიდიული პირი — ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის;
  • 2 – თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის;
  • 20 — მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის;

საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდანაა გამოცხადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი