ახალი ამბები

მინდა მივულოცო ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს- გახარია

12 აპრილი, 2020 •
მინდა მივულოცო  ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს- გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწლოცავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღდგომას  12 აპრილს აღნიშნავენ.

“მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს – ქართველ კათოლიკეებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს. გისურვებთ ჯანრთელობას და მხნეობას”, – წერს პრემიერ-მინისტრი ფეისბუკზე და დასძენს:

“დარწმუნებული ვარ, რომ ამ საყოველთაო განსაცდელს აუცილებლად დავძლევთ ერთიანი ძალისხმევით”.

12 აპრილს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები.

მასალების გადაბეჭდვის წესი