ბოლო 24 საათში საგანგებო რეჟიმის და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის გამო 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის დილის 6 საათამდე კომენდატის საათის დარღვევისთვის 73 მოქალაქე დაჯარიმდა. ამასთან, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2- მეტრიანი დისტანციის დაუცველობისთვის საქართველოს მასშტაბით 15 მოქალაქე დაჯარიმდა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი პოლიციამ 27 პირი დააჯარიმა.