ახალი ამბები

24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 158 პირი დააჯარიმეს

8 აპრილი, 2020 • 956
24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 158 პირი დააჯარიმეს

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

7 აპრილის 21:00 საათიდან 8 აპრილის დილის 06:00 საათამდე, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 121 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 4 მოქალაქე დააჯარიმეს. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 31 პირი დაჯარიმდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი