ახალი ამბები

თბილისში, ავარიული შენობის დემონტაჟისას 3 მუშა ნანგრევებში მოყვა

8 აპრილი, 2020 • 1209
თბილისში, ავარიული შენობის დემონტაჟისას 3 მუშა ნანგრევებში მოყვა

თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შეობის დემონტაჟისას ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ ადგილზე მეხანძრე-მაშველები მივიდნენ და მუშები ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამივე მათგანი კონტაქტური იყო, მათ პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს, თუმცა ორი მათგნის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მომხდარზე გამოძიება საქართვეოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გუისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი