ახალი ამბები

ბორჯომში მშენებლობიდან 35 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

4 სექტემბერი, 2023 • 1347
ბორჯომში მშენებლობიდან 35 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ბორჯომში 35 წლის მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა სიმაღლიდან ჩამოვარდნას. შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭე“ იტყობინება, გარდაცვლილი შპს „ბესთ ბილდ გრუპში“ იყო დასაქმებული, რომელიც ბორჯომში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რედაქციამ კომპანიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი