ახალი ამბები

რიკოთის უღელტეხილზე საამქროში მუშა დაიღუპა

18 აგვისტო, 2023 • 2832
რიკოთის უღელტეხილზე საამქროში მუშა დაიღუპა

რიკოთის უღელტელტეხელზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე, საამქროში 1 მუშა დაიღუპა. დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა.

დაშავებულია კიდევ 1 ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ის მსუბუქი დაზიანებებით საავამდყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, საამქროში მშენებლობისთვის კონსტრუქციებს ამზადებდნენ.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი