საზოგადოება

მუხიანში მშენებლობაზე მუშა მიწაში მოყვა

13 ნოემბერი, 2022 • 1000
მუხიანში მშენებლობაზე მუშა მიწაში მოყვა

შაბათს, 12 ნოემბერს, მუხიანში, პირველ მიკრორაიონში, კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა კაცი ჩამოშლილ მიწაში მოყვა.

შემთხვევა იოსებ ნონეშვილის ქუჩიდან ახმეტელის მეტროსკენ მიმავალ მოკლე გზაზე, „ჩემპიონის“ ბაზრობასთან მოხდა.

მაშველებმა მუშა ხანგრძლივი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ამოიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს რომ დაშავებული ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თანახმად, ახალგაზრდა კაცს ფეხები ჰქონდა დაზიანებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი