ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ლარის კურსის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში

21 სექტემბერი, 2015 • • 905
ღარიბაშვილი: ლარის კურსის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში

“ბოლო რამდენიმე კვირაა უშუალოდ ვხელმძღვანელობ ამ საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრებს. მოვისმინე ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის მოსაზრებები  და ხედვები ლართან მიმართებაში. ორივეს პოზიცია არის ერთი და იგივე მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით. ისინი თანხმდებიან, რომ ლარის კურსი უკვე პიკშია. ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს პროგნოზებით ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში. ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებენ და სიტუაციას მაქსიმალურად სრულად გააკონტროლებენ. მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და აღარ ავყვეთ აჟიოტაჟს და ემოციებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, ყველას მინდა მივმართო, რომ აქ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყველაზე მთავარი – ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დაუშვებელია ეროვნულ ვალუტაზე ასეთი უპასუხისმსგებლო განცხადებების გაკეთება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვიილმა. 

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო კოორდინაცია აქვს ეროვნულ ბანკთან და პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციაც.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული სამუშაო შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან, ეკონომიკური საბჭოს მდივან გიორგი გახარიასა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან შსეხვედრის შემდეგ განაცხადა. სამუშაო შეხვდრა საქრთველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 19:30 წუთზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი