ახალი ამბები

ლარი მკვეთრად გაუფასურდა

29 ნოემბერი, 2024 •
ლარი მკვეთრად გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსით, რომელიც უკვე ხვალ, 30 ნოემბერს იმოქმედებს, ლარი აშშ დოლართან მიმართებით თითქმის 4 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებით, 4 თეთრზე მეტით.

ვალუტის განახლებული კურსი ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა მისაწვდომი.

უფრო ზუსტად:

  • ლარი დოლართან მიმართებით 3.76 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალური კურსი გახდა 2.7794 ლარი.
  • ლარი ევროსთან მიმართებით 4.41 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური კურსი გახდა 2.9348 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა გარდა ტაჯიკური სომონისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი