შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და კომენდანტის საათის დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
6 აპრილის 21:00 საათიდან 7 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 112 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 28 მოქალაქე დააჯარიმეს. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევაზე დაჯარიმებულია 27 პირი.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.