ახალი ამბები

სააღდგომო ლიტურგიას თვალს ვადევნებ ტელევიზორით – გახარია

4 აპრილი, 2020 • 2439
სააღდგომო ლიტურგიას თვალს ვადევნებ ტელევიზორით – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სააღდგომო ლიტურგიას ის ტელევიზორის საშუალებით მიადევნებს თვალს და იგივეს მოუწოდებს მოქალაქეებს. 

კორონავირუსის პანდემიის  და საგანგებო მდგომარეობის, მათ შორის კომენდატის საათის პირობებში მართლმადიდებლების ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ პრემიერს ჟურნალისტებმა კითხვები 4 აპრილს ბათუმში დაუსვეს:

“ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს”, – განაცხადა გახარიამ და დასძინა: 

“მე, როგორც ცალკე აღებული ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, ყველა მოვიქცეთ ასე”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი