ახალი ამბები

ატენის ქუჩაზე კორპუსის ფასადი ჩამოიშალა – ვიდეო

3 აპრილი, 2020 • 1893
ატენის ქუჩაზე კორპუსის ფასადი ჩამოიშალა – ვიდეო

ატენის ქუჩაზე ახლად აშენებული კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა. ამის ამსახველი ვიდეო ფეისბუკზე ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოაქვეყნა.

როგორც ვიდეოს ავტორი წერს, შემთხვევა 2 აპრილს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა კორპუსი მაინც აშენდა

ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებასა ან განადგურებას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ კორპუსიდან ჩამოცვენილი ბათქაში იქვე მდგომ მანქანებს დაეცა.

გარეკანი ფოტო: კადრი ვიდეოდან/ელენე ოთარაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი