ახალი ამბები

17 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით 1 დოლარი 2.4310 ლარი ეღირება

16 სექტემბერი, 2015 • • 1590
17 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით 1 დოლარი 2.4310 ლარი ეღირება

რაც შეეხება ლარის მიმართებას ევროსთან, 1 ევროსთან მიმართებაში ლარი 0.0020 ნიშნულით გამყარდა, 1 ევრო 2.7295 ლარი ღირს.

 

25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა 2014 წლის 25 ნოემბერს საშუალო შეწონილი გაცვლითი 1.8192-კურსით, იმავე წლის 2 დეკემბერს ასევე 40 მილიონი დოლარი გაყიდა 1.8602 კურსით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს 40 მილიონი 2.0240 კურსით გაყიდა, 19 თებერვალს 2.1464 კურსით გაყიდა ისევ 40 მილიონი, ხოლო 24 თებერვალს – 2.2630 კურსით.

 

გარდა ამისა, 11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა. ხოლო 2015 წლის 12 აგვისგტოს რეფინანსირების განაკვეთი 6%-მდე გაიზარდა.

 

დოლარი
დოლარი

მასალების გადაბეჭდვის წესი