ნეტგაზეთი | საკვების გარდა ინტერნეტით ვერაფერს იყიდით – მთავრობის გადაწყვეტილება საკვების გარდა ინტერნეტით ვერაფერს იყიდით – მთავრობის გადაწყვეტილება – Netgazeti

საკვების გარდა ინტერნეტით ვერაფერს იყიდით – მთავრობის გადაწყვეტილება

[განახლება: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ გარანტიას იძლევა, — ყველა ის კომპანია, რომელიც დაიცავს თანამშრომლების უსაფრთხოების და Covid-19-თან ბრძოლასთან დაკავშირებით დაწესებულ მოთხოვნებს, უახლოეს დღეებში მიიღებს ონლაინ გაყიდვის გაგრძელების ნებართვას]

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში არსებულ მაღაზიებში ონლაინ ვერაფერს იყიდით, გარდა საკვები პროდუქტებისა.

ამის შესახებ საუბარია 2020 წლის 30 მარტს გამოცემულ 204-ე დადგენილებაში. აღნიშნული დოკუმენტით საქართველოში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები.

მთავრობის დადგენილებაში ჩამოთვლილია ის საწარმოები და ობიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამონაკლისის სახით შეუძლიათ მუშაობა. დასაშვებ საქმიანობებს შორის არის საკვების მიტანის სერვისი. შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ სხვა სახის პროდუქციის მიტანა შეჩერებულია. აღნიშნული შეზღუდვა მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე (21 აპრილამდე).

მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს კომპანიებმაც, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან – 21 მარტიდან დღემდე აგრძელებდნენ ონლაინ გაყივდებს.

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ობიექტების დიდი ნაწილი, მცირე გამონაკლისების გარდა, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო ქსელები, ბანკები, ავტოსახელოსნოები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, დაკეტილია. დღეს, 1 აპრილს პრემიერის ახალი დადგენილება გამოქვეყნდა, სადაც იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც ამ პირობებში მუშაობას გააგრძელებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.