ახალი ამბები

აშშ-ის ახალი ელჩის ვიდეომიმართვა საქართველოს მოსახლეობას

14 სექტემბერი, 2015 •
აშშ-ის ახალი ელჩის ვიდეომიმართვა საქართველოს მოსახლეობას

იან კელი საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში საუბრობს იმის შესახებ, რომ პირველად თბილისს 1976 წელს ესტუმრა.

 

იან კელის სურვილი აქვს, რომ დიპლომატიაში დაგროვილი 30-წლიანი გამოცდილების საშუალებით საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებთან დაახლოებაში დაეხმაროს.

 

“ამერიკა საქართველოს გვერდით დგას, რათა ის თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული ევროპული სახელმწიფო გახდეს”,  ამბობს იან კელი.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იან კელი აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე 2015 წლის 12 მარტს დაასახელა. იან კელი ელჩ რიჩარდ ნორლანდს შეცვლის, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს.

 

იან კელი იყო აშშ-ის წარმომადგენელი ეუთოში, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ავრაზიის საქმეთა ბიუროში რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი. კელის ასევე ეჭირა სპიკერის პოზიცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროში 2009-10 წლებში.

 

იან კელი
იან კელი

მასალების გადაბეჭდვის წესი