ახალი ამბები

პრემიერი: ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რთველის ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას

14 სექტემბერი, 2015 • • 956
პრემიერი: ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რთველის ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას

“მე ვიცი, რომ ერთ-ერთი დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, რომ არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად, გლეხებს თვეების განმავლობაში 10 თეთრს არ უხდიდნენ ყურძნის ფასს, რომელ სუბსიდირებაზე იყო საუბარი წინა წლებში? ახლა ეს ადამიანი, იმის გამო, რომ დაუმტკიცოს კიდევ გუბერნატორს არა კახეთის, არამედ ოდესის, ერთგულება, ჩადის და იქ აქტიურობს.

 

მე მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს და ბატონ მღებრიშვილს, გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა. ეს პროვოკატორები მოვაშოროთ ადგილზე, თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, თქვენ იმოქმედეთ კანონის ფარგლებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, კახეთში სიტუაციის დაძაბვას სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობს:

 

“დღეს ისეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით, რაღაც ინტრიგანული მეთოდებით, პროვოკაციული მეთოდებით აპირებს რთველის ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას და ფონის გაუარესებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისვე თქმით, ფერმერები თითქმის 100%-იანი მოგებით აბარებენ ყურძენს, რადგან თეთრი ყურძნის თვითღირებულება არის 30-35 თეთრი და ღვინის კომპანიების თეთრ ყურძნენს იბარებენ 70 თეთრად. 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ჭარბ ყურძენს, 1 კგ.-ს სახელმწიფო შეიძენს 60 თეთრად (თეთრი ყურძნის შემთხვევაში) და 85 თეთრად- შავი ყურძნის, საფერავის შემთხვევაში.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის მანძილზე კახეთში მევენახეების აქციები მიმდინარეობს, ისინი ყურძნის ფასის გაზრდას ითხოვენ. დღეს აქციაში გურჯაანის გამგეობის წინ მონაწილეობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის, დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი