ახალი ამბები

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი 14 სექტემბერს გაიხსნება

13 სექტემბერი, 2015 • • 1579
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი 14 სექტემბერს გაიხსნება

დასკვნით სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან ერთად გაეცნო.

 

თბილისის მერის თქმით, 15 სექტემბერს გმირთა მოედნიდან თამარაშვილის მიმართულებით მიმავალი გზის გახსნა იგეგმება. გაიხსნება ასევე საბურთალოსთან დამაკავშირებელი გვირაბიც.

 

მისივე თქმით, პროექტზე მუშაობისას გამოსწორდა რამდენიმე დეფექტი, რომელიც საავტომობილო მოძრაობას დამატებით განტვირთავს. გვირაბიდან მომავალი ავტომანქანები, რომელთაც სურთ პოლიციის შენობის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა, აღარ შევლენ მთავარ მაგისტრალზე. ახალი სამანქანო ზოლის გავლითაც ისინი პირდაპირ ავლენ პოლიციის შენობასთან. 

 

თბილისის მერის განცხადებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს მთლიანად დასრულდება.

 

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი ხვალ გაიხსნება
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი ხვალ გაიხსნება

მასალების გადაბეჭდვის წესი