ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 7 პირი დააჯარიმეს

28 მარტი, 2020 • 1325
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 7 პირი დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ექვსივე პირი ადმინისტრაციულად, 3000 ლარით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ბრალდებით, კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. 28 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 641 პაციენტი. 239 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი