საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. StopCov.ge-ს მიხედვით, ამ დროისთვის (26 მარტი 23:00) ქვეყანაში ამ დაავადებისგან სულ 11 ადამიანია განკურნებული.
რაც შეეხება კორონავირუსის შემთხვევებს, ქვეყნის მასშტაბით სულ დაავადების 79 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში რჩება 4 427 მოქალაქე, 257 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკის მიხედვით, გლობალურად ამ ვირუსით ავადობის 510 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.
მათგან 22 000 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე მძიმე დარტყმა კი ამ მხრივ იტალიას მიადგა, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 8 165-ს აღწევს.
ვრცლად:
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა