ახალი ამბები

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა

26 მარტი, 2020 • 1104
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკის მიხედვით, გლობალურად ამ ვირუსით ავადობის 510 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.

მათგან 22 000 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე მძიმე დარტყმა კი ამ მხრივ იტალიას მიადგა, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 8 165-ს აღწევს.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით მონაცემებს, ჩინეთის შემდეგ ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში არის დაფიქსირებული. უკანასკნელი მონაცემებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 80 500-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათგან 10 300-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.

იტალიის შემდეგ ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა აშშ-შია, სადაც 75 200-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 619 უკვე გამოჯანმრთელდა 1070 კი დაიღუპა.

კორონავირუსით ინფიცირების 56 200-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული ესპანეთში. ვირუსის გამო ქვეყანაში 4 145 ადამიანი დაიღუპა, 7015 კი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში კი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 600-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 673-ია დაღუპულების კი – 239.

ირანში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 29 406 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 10 457 უკვე გამოჯანმრთელდა. დაიღუპა 2 234 ადამიანი.

საფრანგეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 25 600-ს გასცდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 3 900-ზე მეტია, დაიღუპა 1 333 ადამიანი.

სქართველოში, უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 11 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი