მარნეულში კორონავირუსის ფართო გავრცელება არ გვაქვს – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, მარნეულში გამოკვლეული პაციენტებიდან ვირუსი ბევრ მათგანს არ დაუდასტურდა და Covid-19-ის ფართო გავრცელება მარნეულში არ აღინიშნება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მარნეულელ ქალს, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, ვირუსი იმ ოჯახსი წევრისგან გადაედო, რომელიც მანამდე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ამის შესახებ იმნაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული გვყავს დაახლოებით 80 ადამიანი, რომელთა ანალიზებიც დასრულდა. ეს არის როგორც ახლო კონტაქტები, ასევე, ნებისმიერი შესაძლო შემთხვევა, რომელიც უნდა იყოს სტანდარტული განსაზღვრების მიხედვით. შეგვიძლია უკვე დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო დადგენილი გვაქვს, კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ დაინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის წევრი, რომელიც მანამდე არის საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოსული. ახლა კიდევ საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება, გენეტიკურ ანალიზს ვაკეთებთ, რომ დავადასტუროთ, ზუსტად როდის მოხდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ.  მარნეულის რაიონში ჯერ არ გვაქვს ვირუსის ფართო გავრცელება იმიტომ, რომ ვინც არის დადებითი, ყველა უკავშირდება მარნეულელი ქალბატონის ახლო კონტაქტებს”, – განაცხადა იმნაძემ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

მარნეულელ პაციენტს COVID-19-ზე ტესტი ჰოსპიტალიზაციდან მესამე დღეს ჩაუტარდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი