აბიტურიენტები უსამართლობად მიიჩნევენ იმას, რომ საშუალო დონის ქულებით ვერც ერთ უნივერსიტეტში მოხვდნენ. მათი თქმით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ადგილია თავისუფალი და განათლების სამინისტროს შეუძლია ისინი სწავლის გარეშე არ დატოვოს.
ერთ-ერთი აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში გადალახა ბარიერი და არ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, მელანო მახარაძეა. მას პირველი ეწერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, მეორე -თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო მომდევნო ორი – ილიაუნის ფილოლოგიისა და ფილოსოფიის ფიფაკულტეტები.
Posted by მელანო მახარაძე on Wednesday, August 26, 2015
“ვცდილობ ცხელ ხაზზე დაკავშირებას, თუმცა ვერ ვუკავშირდები. ანალოგიურს ამბობენ ის ათასობით ბარიერგადალახული აბიტურიენტები, რომლებიც გარკვეული მიზეზბის გამო ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში. განათლების სამინისტროს მხრიდან დიდი გულისხმიერება იქნება, თუ ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს მიგვიღებენ უნივერსიტეტებში. გარკვეულწილად, ეს მათი ინტერესიც უნდა იყოს, არა მარტო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. გარეთ დარჩენილი აბიტურიენტების დიდ ნაწილს საკმაოდ მაღალი ქულები აქვთ,” – ამბობს მახარაძე.
კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელიც საშუალო ქულების მიღების მიუხედავად ვერ მოხვდა ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში, მარიამ ხაჩიძეა. მას ორი უნივერსიტეტი ეწერა: ილიაუნი და თსუ. მარიამის თქმით, მთავარი მიზეზიც ის არის, რომ არც ილიაუნს და არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ ყოფნის სკალარული ქულები.
მათ დასძლიეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ისინი მაინც დარჩნენ უნივერსიტეტის გარეშე! ერთად დავუდგეთ მათ გვერდში და მივმართოთ სპეც.ორგანიზაციებს შევიდნენ მათ მდგომარეობაში.
Posted by მოვითხოვთ დაინიშნოს მეორადი ჩარიცხვები 2015-16წ. on Wednesday, August 26, 2015