ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

21 აგვისტო, 2015 • • 1194
“ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

“2015 წლის შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილში არის ქვეყნის მოსახლეობის შეწყვანა შეცდომაში და ბიუჯეტის ფუჭი ხარჯვა. უნდა ითქვას ისიც, რომ ორი დეპუტატი ვერ შეცვლის ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ვერ გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან. ზემოთქმულიდან გამომდინარე, “ნაციონალურ მოძრაობას” გაუმართლებად მიაჩნია მონაწილეობა ამ არჩევნებში. ჩვენ ვუერთდებით პოლიტიკური პარტიების მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს. გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კონსტიტუციურ მექანიზმს იმისათვის, რომ მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩვენებს და ჩამოვაშოროთ ხელისუფლებისგან “ქართული ოცნება” და ბიძინა ივაშვილი”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა სერგო რატიანმა.

 

გუშინ, 20 აგვისტოს, 11 პოლიტიკურმა სუბიექტმა არასაპარლამენტო ოპოზიციიდან განაცხადა, რომ ისინი საგარეჯოსა და მარტვილში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.

 

ბოიკოტის მიზეზად სახელდება ის, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია, ხოლო “ქართული ოცნება” არ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს, რაც საარჩვენო სისტემის გაუმჯობესებას ეხებოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მასალების გადაბეჭდვის წესი