ახალი ამბები

მაკედონია მიგრანტების გაზრდილი რაოდენობის გამო მეზობლებს დახმარებას სთხოვს [ფოტო]

20 აგვისტო, 2015 • • 1315
მაკედონია მიგრანტების გაზრდილი რაოდენობის გამო მეზობლებს დახმარებას სთხოვს [ფოტო]

“სამხრეთის საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთის გაზრდილი მაჩვენებლების გამო საჭიროა უფრო დიდი და ეფექტური კონტროლი,”- წერია მთავრობის განცხადებაში.

“ფრანსპრესის” ცნობით, მაკედონიის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის უფროსმა ნიკოლა კოსტოვმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, გადაიყვანონ ამდენი მიგრანტი და დახმარება მეზობელ სახელმწიფოებს სთხოვა, რომ გამოუგზავნონ დამატებითი ვაგონები.

BBC-ის ცნობით, გევგელიას რკინიგზის სადგურზე ასობით მიგრანტი ელოდება ჩრდილოეთისკენ მიმავალ მატარებელს, რომლითაც მათ იმედი აქვთ, რომ ევროპის კავშირის ტერიტორიაზე გადავლენ.

ნაიმე ზაზაი არის ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც BBC-ის უთხრა, რომ მას სურს სერბეთის გავლით გადავიდეს უნგრეთში, რომელიც არის ევროკაშირის წევრი. ზაზიას მიზნად აქვს დასახული, რომ გერმანიაში ჩავიდეს. იგი მაკედონიაში ავღანეთიდან ჩავიდა. მას შემდეგ, რაც სამშობლოში სამსახური და მომავლის იმედი დაკარგა.

“როიტერის” ცნობით, გევგელიას ერთ დროს არახალხმრავალი რკინიგზის სადგურზე ათასობით დევნილი და მიგრანტი  ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან, სირიიდან და ერაყიდან ჩავიდა. ისინი მაკედონიაში საბერძნეთისა და თურქეთის გავლით ჩავიდნენ.

“როიტერი” იუწყება, რომ მაკედონიის საზღვარზე გაზრდილია სპეცრაზმისა და პოლიციის რაოდენობა, რომლებიც ცდილობენ საზღვარზე ვითარება გააკონტროლონ.

გაეროს მონაცემებით, 20,843 მიგრანტი ჩავიდა საბერძნეთში, სავარაუდოდ, სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან, რომლებიც ბალკანეთის ქვეყნების გავლით ევროპის მდიდარ ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ.

მიგრანტები მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე. 15.08.2015 © EPA/ GEORGI LICOVSKI
მიგრანტები მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე. 15.08.2015 © EPA/ GEORGI LICOVSKI

მიგრანტები მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე. 16.08.2015 © EPA/ GEORGI LICOVSKI

მასალების გადაბეჭდვის წესი