შემოსავლების სამსახურის ცნობით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ხორბლისა და ფქვილის საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულდება ერთ დღეში.
სამსახურს ამის დასტურად ხორბლის გაზრდილი იმპორტის სტატისტიკა მოჰყავს: 2013 წელს საქართველოში იანვარი-ივლისის თვის განმავლობაში შემოვიდა 209 099 020 ტ. ხორბალი, ამავე პერიოდში 2014 წელს ქვეყანაში იმპორტის სახით შემოვიდა 218 838 709 ტ, ხოლო 2015 წელს იანვარ-ივლისის მონაცემებით ხორბლის იმპორტი საქართველოში გაიზარდა 240 594 225 ტონამდე.