ახალი ამბები

დანელია: რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის არის არანაკლებ მნიშვნელოვანი

14 აგვისტო, 2015 •
დანელია: რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის არის არანაკლებ მნიშვნელოვანი

“საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი არის არანაკლებ მნიშნელოვანი ვიდრე სხვა ქვეყნისთვის და ნებისმიერი ბაზარი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობის განვითარება დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ. შესაბამისად ჩვენ გვჭრდება სტიმული იმისათვის, რომ იყოს ბაზრები მოძიებული. თუმცა, ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ დივერსიფიკაცია არის თანაბრად პრიორიტეტული. მისასალმებელია ნამდვილად ნებისმიერი დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას წაადგება”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

 

ამ განცხადებით, ოთარ დანელია გამოეხმაურა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მიმართ არ დაეწესებინა სანქციები საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანაზე.

ოთარ დანელია
ოთარ დანელია

მასალების გადაბეჭდვის წესი