ახალი ამბები

ხადური: გიორგი ქადაგიძის ადგილას არ დავიწყებდი ხელის სხვაგან გაშვერას

13 აგვისტო, 2015 • • 1160
ხადური: გიორგი ქადაგიძის ადგილას არ დავიწყებდი ხელის სხვაგან გაშვერას

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილას, უფრო მეტად ვისაუბრებდი იმ პრობლემებზე, რომლებიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს და არ დავიწყებდი ხელის გაშვერას სხვაგან, ვინაიდან ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, თუ როგორ განახორციელოს ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, არავის მხრიდან, არასდროს კითხვა არ დასმულა ეს ინსტრუმენტი უნდა არსებობდეს თუ არა. კითხვები დასმული იყო მის მიცულობასთან დაკავშრეიბით. ამ შემთხევაშიც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეროვნული ბანკის საბჭოს აქვთ ექსკლუზიური უფლებამოსილება და არავინ საქართველოში არ ერევა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

გუშინ, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 6.0%-მდე გაეზარდა. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ლარის კურსის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან ეროვნული ბანკის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაა.

ნოდარ ხადური; ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
ნოდარ ხადური; ფოტო: ფინანსთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი