მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პატრიარქმა ილია მეორემ ნათლული, პრემიერის უმცროსი შვილი, გაბრიელი მოიკითხა და მთავრობის მეთაური დალოცა.
“თუ ხელისუფლება არ იზრუნებს იმაზე, რაც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, ჩვენს სულიერ სიმტკიცეზე, მაშინ იმ ერს მომავალი არ ექნება. ამიტომ ჩვენი ვალია, რომ პატრიარქთან და ეკლესიასთან ერთად, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, გავაძლიეროთ, ის რაც ჩვენ გვაძლიერებს, რითიც ჩვენი ერი მოვიდა დღემდე”, – განუცხადა ტიმოთესუბნის ეკლესიაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია “იმედს”.
მთავრობის ცნობით, პრემიერი ბორჯომში ტიმოთესუბნის 800 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფება. ილია მეორე ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო პარაკლისს გადაიხდის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება.