ახალი ამბები

“პოლიტიკურ პროცესს ვირუსთან ბრძოლას ნუ დავუკავშირებთ” – გახარია საკონსტიტუციო განხილვებზე

13 მარტი, 2020 • 655
“პოლიტიკურ პროცესს ვირუსთან ბრძოლას ნუ დავუკავშირებთ” – გახარია საკონსტიტუციო განხილვებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურალისტებმა ჰკითხეს, კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო ხომ არ იგეგმება საარჩევნო სისტემაზე დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო გნახილვების გადადება.

პრემიერ-მინისტრმა ამ კითხვაზე საპასუხოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვირუსთან ბრძოლა პოლიტიკურ პროცესს არ დაუკავშირონ და განაცხადა, რომ ეს “ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოვლენაა”:

“პოლიტიკურ პროცესს და ვირუსთან, პანდემიასთან ბრძოლას ერთმანეთს ნუ დაუკავშირებთ. ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოვლენაა. პანდემია გამოცხადდა როგორც მსოფლიოს გლობალური გამოწვევა, რომლის ნაწილის ვართ ჩვენც და ვპასუხობთ ამ გამოწვევას.

საკონსტიტუციო გნახილვები რომ უნდა ჩატარდეს, ყველამ ვიცით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ეს თუ დაემუქრება მოქალაქის ჯანმრთელობას… არ ვიცი, არ მგონია ეს იყოს წინააღმდეგობაში” – ამბობს გახარია.

ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელზეც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მიაღწიეს შეთანხმებას, პარლამენტში ინიცირებულია. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.

კენჭისყრაზე გასვლამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვები უნდა გაიმართოს.

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი