ნეტგაზეთი | სესხის 3 თვით გადავადებას მომხმარებლებს “ლიბერთი ბანკიც” სთავაზობს სესხის 3 თვით გადავადებას მომხმარებლებს “ლიბერთი ბანკიც” სთავაზობს – Netgazeti

სესხის 3 თვით გადავადებას მომხმარებლებს “ლიბერთი ბანკიც” სთავაზობს

სესხის 3 თვით გადავადებას მომხმარებლებს “ლიბერთი ბანკიც” სთავაზობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები. იმ შემთხვევაში კი, თუ არ სურშ ამ შეთავაზებით სარგებლობა ბანკში ვიზიტის გარეშე, “ლიბერთის” ბანკომატებიდან შეეძლებათ მისი შეჩერება.

“ლიბერთი ბანკში” აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით, მიიღეს.

ასევე, კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, “ლიბერთი” ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს.

“ლიბერთი ბანკის” თქმით, ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მიაწვდიან ინდივიდუალურად.

მომხმარებლებს სესხებზე საშეღავათო პირობები შესთავაზეს “თი ბი სი ბანკმა” და “საქართველოს ბანკმაც”.


13 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის 130 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 5 ათასამდე გარდაიცვალა, ნახევარზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ჩინეთში რეგისტრირებულია ვირუსის 81 ათასამდე შემთხვევა, დანარჩენი კი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი – 15 ათასი შემთხვევა არის დაფიქსირებული იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000-ს  გადააჭარბა. საქართველოში რეგისტრირებულია ვირუსის 25 შემთხვევა.

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სესხების 3 თვით გადავადებას სთავაზობს

თიბისი კლიენტებს სესხის 3 თვით გადავადებას სთავაზობს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.