ახალი ამბები

თიბისი კლიენტებს სესხის 3 თვით გადავადებას სთავაზობს

13 მარტი, 2020 • 2757
თიბისი კლიენტებს სესხის 3 თვით გადავადებას სთავაზობს

თიბისი ბანკის ინფორმაციით, ფიზიკურ პირებსს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

როგორც კომერციული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას,”-აცხადებენ ბანკში.

მათივე ცნობით, სესხის გადავადებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.


 

13 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის 130 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 5 ათასამდე გარდაიცვალა, ნახევარზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ჩინეთში რეგისტრირებულია ვირუსის 81 ათასამდე შემთხვევა, დანარჩენი კი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი – 15 ათასი შემთხვევა არის დაფიქსირებული იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000-ს  გადააჭარბა. საქართველოში რეგისტრირებულია ვირუსის 25 შემთხვევა.

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სესხების 3 თვით გადავადებას სთავაზობს

მასალების გადაბეჭდვის წესი