ახალი ამბები

ქადაგიძე: ლარის კურსზე ზეწოლას კომპანიების მიერ დოლარის მარაგის გაკეთება ახდენს

12 აგვისტო, 2015 • • 989
ქადაგიძე: ლარის კურსზე ზეწოლას კომპანიების მიერ დოლარის მარაგის გაკეთება ახდენს

“ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ახდენს გავლენას არის უარყოფითი მოლოდინები. კონკრეტულად ის ფაქტი, რომ ბაზრის მონაწილეებს აქვთ ძალიან გაზრდილი მოლოდინი შემოდგომაზე კურსის გაუფასურებასთნ დაკავშირებით. შესაბამისად, კომპანიების მიერ ხდება დოლარის მარაგების დაგროვება. რაც იწვევს დამატებით ზეწოლას კურსზე”, – ამბობს გიორგი ქადაგიძე.

 

მისი თქმით, რიგი კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ მთავრობამ ლარის კურსზე ზეწოლა შეამციროს. ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მნიშვნელოვანი საკითხები ჩამოთვალა.

 

ქადაგიძის თქმით, მთავრობამ არამხოლოდ უნდა უზრუნველყოს თანაბარი ხარჯვა, არამედ საჯაროდ დააფიქსიროს მზაობა, რომ თუ იქნება დამატებითი ზეწოლები გაუფასურების მიმართულებით. ქადაგიძის შეფასებით, მთავრობა მზად უნდა იყოს კიდევ უფრო შეამციროს ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯი და წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თარიღებით გაწერილი, იმ დამატებითი შემოსავლების შესახებ, რომელსაც მთავრობა ელოდება, როგორც რეაგირებას შოკზე, რომელიც მიიღო ლარმა.

 

მეორე მნიშვნელოვან ნაბიჯად ქადაგიძეს მიაჩნია, რომ დაჩქარდეს სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულება, რომელიც, ქადაგიძის თქმით, რამდენიმე თვეა გვიანდება, რაც უარფოფითი სიგნალია ინვესტორებისთვის.

 

დოლარი
დოლარი

მესამე მნიშვნელოვან საკითხად ქადაგიძემ დააყენა თავდასხმა ეროვნულ ბანკის პოლიტიკაზე “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან, რომელბიც ქადაგიძის თქმით, კოალიციის ლიდერები უარგუმენტო და ხშირ შემთხვევაში კომიკური ბრალდებებით გამოდიან. 

 

ქადაგიძემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ლარის კურსის მნიშვნელოვან მერყეობას არ ელოდებიან:

“უკვე არსებული შოკი მიღებულ გაუფასურებაში არის ასახული. უფრო მარტივად რომ ვთქვათ ის მილიარდიანი დანაკლისი რომელიც ჩვენ მივიღეთ უკვე ასახული არის მოხმარების შემცირებაში და შესაბამისად იმპორტის შემცირებაში. ივლისის თვეში ერთგვარი ფაქტორების გამოკლებით 21 პროცენტი არის. ეს ნიშნავს იმას, რომ თანაბარ პირობებში განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით, ამის მიუხედავად, ბოლო დღეების მერყეობასთან დაკავშირბეით მინდა აღვნიშნო ძირითად მიზეზები, ივლისის თვე იყო საკმაოდ სუსტი გზავნილების თვალსაზირსით.

მასალების გადაბეჭდვის წესი