ახალი ამბები

ძაძამია: ჟვანიას გამო არ ვამბობდი, რომ იგი ბინაში შიშველი იპოვეს

12 აგვისტო, 2015 • • 2181
ძაძამია: ჟვანიას გამო არ ვამბობდი, რომ იგი ბინაში შიშველი იპოვეს

საკუთარი ადვოკატის ბექა ბასილაიას კითხვაზე, თუ რატომ საუბრობს იმაზე ახლა, რომ ჟვანია ბინაში შიშველი იპოვეს და ამ ყველაფერზე აქამდე არ უსაუბრია, ძაძამია პასუხობს, რომ არ სურდათ მის სახელს “ჩირქი” მოსცხებოდა.

 

ძაძამია ამბობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავად მასზე ათასი სიბინძურე იწერებოდა და ციხეში ყოფნის პერიოდში მას ბანკის ვალები დაუგროვდა.

 

“რა მაქვს დასაკარგი, იქ რამე დამენახა და არ მეთქვა? ” – ამბობს ის.

 

ძაძამია ამბობს, რომ კობა ხარშილაძე ბინაში მის მიერ გაღებული ფანჯრით შევიდა. მისთვის კარი ხარშილაძეს უნდა გაეღო, რადგან როგორც მან აღნიშნა, ჟვანია კარს ყოველთვის შიგნიდან თავად კეტავდა. ძაძამიას თქმით, კობა ხარშილაძემ მისთვის კარის გაღება დააგვიანა და ამის გამო მას დაურეკა კიდეც.

 

იგი ამბობს, რომ როდესაც შევიდა, დაინახა, რომ ჟვანია იატაკზე იწვა. შესვლის შემდეგ მას კობა ხარშილაძემ თხოვა, გამათბობელი გამოერთო. მისივე თქმით, გაზის გამათბობელი შიშინის ხმას გამოსცემდა. იგი იხსენებს, რომ როდესაც გამოსართავად მივიდა, გამათბობელი ცივი იყო, გამორთვის შემდეგ კი შიშინის ხმა შეწყდა.

 

ძაძამიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი ნათქვამის არ სჯერათ, მზად არის საზოგადოების წინაშე სიცრუის დეტექტორით დაკითხონ.

 

“დავინახე, რომ კობას ეჭირა ხელში წამოწეული ზურა და ქვითინებდა,” – ამბობს ის.

 

ასევე, ძაძამიამ თქვა, რომ როდესაც ჟვანიას ტანსაცმელს აცმევდნენ, ხან კობა ხარშილაძე ხდებოდა ცუდად, ხან – ის. ის ამბიბს, მათი მოქმედებები მიმართული იყო იმისკენ, რომ ზურაბ ჟვანიას სახელისთვის ჩირქი აეცილებინათ.

 

იგი ადასტურებს, რომ ჟვანიას ხცედარი მართლაც გაიტანეს გარეთ და მანქანაში ჩასვეს, მერე კი უკან დააბრუნეს იმ ადგილას, სადაც თავიდან იწვა. მან ასევე გაიხსენა, რომ ცხედრის გატანის დროსაც ცუდად გახდა, ცხედარი ფეხების მხრიდან ეჭირა და დაუვარდა.

 

ძაძამია ამბობს, რომ ბინაში მას დანაშაულის კვალი არ დაუნახავს, სისხლი, ან რაიმე სხვა სახის დაზიანება არ შეუმჩნევია.

 

“მე დარწმუნებული ვარ სრულად იმაში, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. თუ ეს ასე არ იყო, ჩამსვით ციხეში იმდენ ხანს, რომ მე იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდე” – თქვა მან.

 

დაკითხვის მიმდინარეობისას ხარშილაძე ჟვანიას გარდაცვალების დღეს მომხდარის დეტალებს თვალცრემლიანი იხსენებდა.

 

მიხეილ ძაძამიას განცხადებით, კონსპირაციულ ბინასთან დაკავშირებით მან კერ კიდევ ზურაბ ჟვანიას ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში შეიტყო. იგი ამბობს, რომ ჟვანიას სურდა ბინა ყოფილიყო პირველ სართულზე, უნდა ჰქონოდა ცხაურები, ბევრი ხალხი არ უნდა ყოფილიყო და უნდა ყოფილიყო სიწყნარე.

 

ზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია

ძაძამიას თქმით, 3 წლის განმავლობაში 10-ზე მეტი ბინა ექნებოდათ დაქირავებული. მან ასევე განაცხადა, რომ ჟვანია კონსპირაციულ ბინაში მიჰყავდა საკუთარი და არა სამსახურებრივი მანქანით. ძაძამიას თქმით, შეხვედრები კინსპირაციულ ბინაში ღამით ხდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ იქ ვინმე ცნობილი პოლიტიკოსი არ უნახავს.

 

ძაძამიას განცხადებით, ჟვანიას ურთიერთობა თანამშრომლებთან მეგობრული იყო, ჟვანიამ იცოდა თანამშრომლების დაბადების დღეები, ვის უჭირდა და ა.შ. ძაძამიას თქმით, ეს ურთიერთობები განპირობებული იყო იმით, რომ თავად ჟვანია იყო დაინტერესებული ამით.

 

დღეს, 12 აგვისტოს ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული მიხეილ ძაძამიას, ჟვანიას დაცვის წევრს კითხავენ. საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი