ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტი ლევან ჩაჩუა გაამართლა

5 დეკემბერი, 2016 • 5248
უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტი ლევან ჩაჩუა გაამართლა

საქართელოს უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ყოფილი ექსპერტის, ლევან ჩაჩუას საქმე წარმოებაში არ მიიღო და სააპელაციო სასამართლოს გამამართებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

“ლევან ჩაჩუას საქმეზე პროკურატურის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი,”- განუცხადეს “ნეტგაზეთს” უზენაეს სასამართლოში.

2014 წლის 19 მარტს youtube-ზე ანონიმური მომხმარებლის, hakim fasha-ს მიერ  გავრცელდა ვიდეო, რომელიც შედგენილი იყო ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტომასალებით. ამ ფოტოებზე გარდაცვლილებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი