2012 წლიდან დღემდე საქართველოში რამდენიმე გახმაურებული დანაშაული მოხდა, რომელთა გამოძიება ამ დრომდე არაა დასრულებული, ან მათი შედეგები მხარეებს მრავალ კითხვის ნიშანს უტოვებს. ამ საქმეების ნაწილი პირად კონტროლზეც კი ჰქონდათ აყვანილი ყოფილ თუ მოქმედ პრემიერებს.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ იმ საქმეების ქრონოლოგიას, რომლებსაც წლების მანძილზე აშუქებდა და საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, არასამთავრობოების, ოპოზიციისა და დაზარალებულების შეფასებით, ყველა კითხვას ჯერ კიდევ არ გასცემია პასუხი: