ახალი ამბები

არის თუ არა კორონავირუსის საფრთხე აუზებსა და სპორტდარბაზებში – იმნაძის განმარტება

10 მარტი, 2020 • 5315
არის თუ არა კორონავირუსის საფრთხე აუზებსა და სპორტდარბაზებში – იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ “იმედის დილაში” ისაუბრა იმ წესებზე, რაც მოქალაქეებმა უნდა დაიცვან, მათ შორის, აუზებსა და სავარჯიშო დარბაზებში.

როგორც იმნაძემ განმარტა, თუ სპორტდარბაზში სავარჯიშო მოწყობილობები და ტრენაჟორები ერთმანეთთან ახლოს დგას, ერთმანეთისგან უნდა განცალკევდნენ.

“თუ ვიღაცამ დაახველა, არ დაიცვა რეკომენდაცია და ხელი მიიფარა სახეზე, შემდეგ ეს ხელი მოწყობილობებს მოკიდა, არსებობს რისკი, რომ ვირუსი ამ მოწყობილობაზე მოხვდეს. შემდეგ თქვენ თუ მოკიდებთ ხელს ასეთ ხელსაწყოს, სახეს არ უნდა შეეხოთ, სანამ ხელს არ დაიბანთ”, – აღნიშნა იმნაძემ.

რაც შეეხება საცურაო აუზებს, როგორც პაატა იმნაძე ამბობს, არსებული რეკომენდაციებით, აუზების მომეტებულ საფრთხეზე არ მიუთითებენ და შიდა სივრცის დეზინფექცია ისევე უნდა მოხდეს, როგორც სხვა დაწესებულებების. რაც შეეხება აუზის წყალს, ეს წყალი ისედაც დეზინფექცირებულია ქლორით და დამატებით საფრთხეს არც ეს წარმოადგენს.


კორონავირუსი COVID-19 უკვე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, ლაბორატორიულად დადასტურებულია 110 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 4 ათასს გადააჭარბა. საქართველოში ეს ვირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი