ახალი ამბები

კორონავირუსის გამო პორტუგალიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაშია

9 მარტი, 2020 •
კორონავირუსის გამო პორტუგალიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაშია

პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელო რებელო დე სუზა კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაშია. 71 წლის პრეზიდენტმა თვითიზოლაციაში ყოფნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სკოლიდან მოსწავლეების ჯგუფს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა, მოგვიანებით კი ამ სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა.

კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ სკოლა დაკეტილია.

პრეზიდენტის ადმინიტრაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მოსწავლე ჯგუფის წევრებს შორის არ ყოფილა, პრეზიდენტს კი ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს, თუმცა პრევენციული ღონისძიებები მაინც მიიღო და სახლიდან აგრძელებს მუშაობას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 8 მარტის მონაცემებით, პორტუგალიაში კორონავირუსით ინფიცირების 21 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დრომდე ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი