ახალი ამბები

გაერო: 2100 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 2.4 მილიონ ადამიანამდე შემცირდება

5 აგვისტო, 2015 • 4135
გაერო: 2100 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 2.4 მილიონ ადამიანამდე შემცირდება

გაეროს პროგნოზით, 3 ქვეყანა, სადაც 2015 წლიდან 2015 წლამდე ყველაზე მეტად შემცირდება მოსახლეობა, არიან ბულგარეთი: – 27.9%–ით, რუმინეთი 22.1%–ით და უკრაინა – 21.7%–ით. საქართველო ამ რეიტინგში მე–15 ადგილზეა – გაეროს პროგნოზის თანახმად, მოსახლეობა 2015–დან 2050–მდე 12.9%–ით შემცირდება.

 

2050 წლისთვის, გაეროს პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 7.3 მილიარდიდან 9.7 მილიარდამდე გაიზრდება; 2100 წლისთვის კი დედამიწაზე მოსახლეობა 11.2 მილიარდს მიაღწევს.

 

ზრდის ნახევარზე მეტი აფრიკაზე მოდის, სადაც მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდება და 2.5 მილიარდს მიაღწევს. ნიგერიის მოსახლეობა 2050 წელს 413 მილიონს მიაღწევს, გადაასწრებს აშშ–ს და მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილს დაიკავებს. 

 

2050 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა ჩინეთი აღარ იქნება – მას ინდოეთი გადაასწრებს. კერძოდ, 2050 წელს ინდოეთის მოსახლეობა – 1.705 მილიარდი, ჩინეთის – 1.348 მილიარდი, ნიგერიის – 399 მილიონი, ხოლო აშშ–ს მოსახლეობა – 389 მილიონს შეადგენს. 

 

The Economist–ის გრაფიკი
The Economist–ის გრაფიკი

მასალების გადაბეჭდვის წესი