ახალი ამბები

ეროვნული ბანკი: 1 დოლარის ფასი 2.2798 ლარამდე გაიზარდა

4 აგვისტო, 2015 • • 1257
ეროვნული ბანკი: 1 დოლარის ფასი  2.2798 ლარამდე გაიზარდა

ლარის კურსი 0.0082 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 4 აგვისტოს 1 დოლარი 2.2716 ლარი ღირს.

 

2014 წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა 2014 წლის 25 ნოემბერს საშუალო შეწონილი გაცვლითი 1.8192-კურსით, იმავე წლის 2 დეკემბერს ასევე 40 მილიონი დოლარი გაყიდა 1.8602 კურსით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს 40 მილიონი 2.0240 კურსით გაყიდა, 19 თებერვალს 2.1464 კურსით გაყიდა ისევ 40 მილიონი, ხოლო 24 თებერვალს – 2.2630 კურსით. გარდა ამისა, 11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა.

ლარი-დოლარი
ლარი-დოლარი

მასალების გადაბეჭდვის წესი